დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №4 დადგენილებით დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამაში“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.155.016205 |
|
„წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №4 დადგენილებით დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №4 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 08.02.2016 წ., 010250020.35.155.016187) დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ ან/და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება;“. 2. მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი სოციალურად დაუცველი და უკიდურესად გაჭირვებული (სარეიტინგო ქულით 150000-მდე) ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება;“. 3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ ან/და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება. 1. სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა. 2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (ID ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში – საინფორმაციო ბარათი); გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) გამგეობის შესაბამისი სამსახურის ან კომისიის დასკვნა საცხოვრებელი პირობების მდგომარეობის შესახებ; ე) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან (ხანძრის შემთხვევაში); ვ) ცნობა მეტეოროლოგიური ბიუროდან სტიქიური მოვლენის შესახებ; ზ) ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან; თ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 2000 (ორიათასი) ლარისა. 4. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (ID ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში – საინფორმაციო ბარათი); გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) გამგეობის შესაბამისი სამსახურის ან კომისიის დასკვნა საცხოვრებელი პირობების მდგომარეობის შესახებ; ე) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან ( ხანძრის შემთხვევაში); ვ) ცნობა მეტეოროლოგიური ბიუროდან სტიქიური მოვლენის შესახებ; ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 4. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საცხოვრებელი სახლის სიძველის გამო მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი სოციალურად დაუცველი და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისადმი (რომელთაც აქვთ 150 000-მდე სარეიტინგო ქულა) საცხოვრებელი სახლის სახურავის შესაკეთებლად ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა;“ 5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მარჩენალდაკარგულ ოჯახებზე სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად – 200 (ორასი) ლარის ოდენობით.“. 6. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პირების (სარეიტინგო ქულით 150000-მდე) დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები