დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.107.016227 |
|
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.107.016129) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 1202, 1203, 1206 და 1207 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1202. პეტიციის ინიციირების დაწყება 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მიერ პეტიციის ინიციირების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) შესაბამის განცხადების ტექსტს; ბ) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; გ) პეტიციის წარდგენის თარიღს; დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ე) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 2. საერთო კრების მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს; ბ) პეტიციის წარდგენის თარიღს; გ) დასახლების საერთო კრების რჩეულის (შემდგომში – რჩეულის) ან საერთო კრების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას; დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ე) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მუხლი 1203. პეტიციის ინიციირების თაობაზე განცხადების წარდგენის პროცედურა 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლები ან საერთო კრების უფლებამოსილი პირი, ამ თავით განსაზღვრულ საკითხებზე, პეტიციის ინიციირების თაობაზე განცხადებას თანდართულ მასალებთან ერთად წარადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოში. პეტიციის ინიციირების თაობაზე განცხადებას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 2. 1201 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში პეტიციის ინიციირების თაობაზე განცხადების წარდგენისას: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი 3 სამუშაო დღის ვადაში პეტიციის ინიცირების თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტებს გადასცემს მხარდამჭერთა სიის ბლანკებს, რომლის ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მხარდამჭერთა სიის ბლანკი უნდა შეიცავდეს მხარდამჭერთა სახელსა და გვარს, დაბადების თარიღს (რიცხვი, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერს, რეგისტრაციის ადგილს, ხელმოწერის თარიღსა და ხელმოწერას; ბ) თუ დარღვეულია 1202 პირველი პუნქტის მოთხოვნები ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას, საკრებულოს აპარატი უარს ამბობს განცხადების რეგისტრაციაზე; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემულ მხარდამჭერთა თითოეულ ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის (მომხსენებლის/მომხსენებლების) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი (პირადობის მოწმობის მიხედვით), ხელმოწერით დადასტურების თარიღი და ხელმოწერა და შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემული ბლანკი დამოწმებული უნდა იყოს აპარატის უფროსის მიერ და თითოეულ ბლანკზე შესაძლებელია არაუმეტეს 50 ხელმოწერის განხორციელება; ე) პეტიციის ინიციირების თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტი ვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაბამისი ბლანკების გადაცემიდან 45 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 1201 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობის ხელმოწერათა შეგროვება და მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა; ვ) ხელმოწერების შეგროვების შემდეგ პეტიციის ინიციირების თაობაზე განცხადების შემომტანი პირი ავსებს პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე განცხადების საკრებულოს დამტკიცებულ ფორმას, რომელსაც თან ურთავს: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის ან/და კონკრეტული დასახლების (როცა საკითხი ეხება ამ დასახლებას) ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების სიას დადგენილ ბლანკზე შესრულებულს, იმავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, ხოლო იმავე მუხლის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მოსამზადებელი ნორმატიული-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებსა და წინადადებებს; პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესაბამისი ოდენობის ხელმოწერათა წარდგენის შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი 7 კალენდარული დღის ვადაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ამოწმებს წარდგენილი სიის 20%-ის ნამდვილობას; ზ) ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ: ზ.ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი; ზ.ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ზ.გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები); ზ.დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ ამომრჩეველთა სიის შედგენის ვადას; ზ.ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა; ზ.ვ) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილია სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩეველი; ზ.ზ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით; ზ.თ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ზ.ი) ხელმოწერა შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება ამომრჩეველთა სიის დადგენილ და დამოწმებულ ფორმას. თ) თუ გაბათილებული ხელმოწერების საფუძველზე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან შემოწმების შედეგად გაბათილდა შემოწმებული ხელმოწერების 50%, ამომრჩეველთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 10 კალენდარული დღე ხარვეზის შესავსებად; ი) ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამომრჩეველთა შესწორებული სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი, ზემოაღნიშნული წესით, 5 კალენდარული დღის ვადაში. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სია მთლიანად ბათილდება და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით უარი ეთქმება პეტიციის წარდგენის შესახებ განცხადების რეგისტრაციაზე. 3. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ, რეგისტრაციაში გატარებაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სასამართლოში. 4. თუ პეტიციის თაობაზე წარსადგენი განცხადების ფორმა თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად აკმაყოფილებს ამ რეგლემენტის მოთხოვნებს, პეტიცია რეგისტრირდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით და გაიცემა „პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობა“. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება 1201 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში და საკრებულოს აპარატის უფროსი მხოლოდ საერთო კრების ოქმის ნამდვილობას ამოწმებს.“. „მუხლი 1206. პეტიციის განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას მისი შესასწავლად მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) პეტიციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე; ბ) 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკითხის შესწავლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე; გ) პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე. 2. მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის პეტიციის გაგზავნის შემთხვევაში, საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შესახებ ანგარიში, საკითხის მიზანშეწონილობაზე დასკვნა ან/და მის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა. 3. ამ რეგლამენტის 1205 მუხლის და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს. 4. პეტიციის ინიციატორებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომების გამართვის თარიღი, დრო და ადგილი უნდა ეცნობოთ 1 კვირით ადრე მაინც. მუხლი 1207. პეტიციის განხილვა 1. ამ რეგლამენტის 1206 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, 1 თვის ვადაში, საკრებულოს სხდომას განსახილველად წარედგინება შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელსაც საკრებულო განიხილავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. ამ რეგლამენტის 1206 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში, მზადდება პეტიციის შესახებ დასკვნა და პეტიცია დასკვნასთან ერთად განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. 3. 1206 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რასაც იგი ცნობად იღებს ან არ ეთანხმება შესაბამისი კომისიის/სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას და იღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებას. 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადები მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს. 5. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ უფლებამოსილების შესაბამისად გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ ანგარიში, დასკვნა ან/და მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია 1 თვის ვადაში აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს. ეს ვადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პეტიციას წარადგენს/წარადგენენ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს/მონაწილეობენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები