საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების შემადგენლობაში შემავალი საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

  • Word
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების შემადგენლობაში შემავალი საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 455
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 22/09/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 105, 23/09/2003
სარეგისტრაციო კოდი 440.050.000.05.002.002
  • Word
455
22/09/2003
სსმ, 105, 23/09/2003
440.050.000.05.002.002
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების შემადგენლობაში შემავალი საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 455

2003 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების შემადგენლობაში შემავალი საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

1. საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 33-ე პუნქტის თანახმად დამტკიცდეს:

ა) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების შემადგენლობაში შემავალი საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები თანრიგების მიხედვით №1 დანართის თანახმად;

ბ) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების შემადგენლობაში შემავალი საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების:

ბ.ა) მეცნიერ-მუშაკთა თანამდებობრივი თანრიგები №2 დანართის მიხედვით;

ბ.ბ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე არჩეულ მეცნიერ-მუშაკთა თანამდებობრივი სარგოები №3 დანართის მიხედვით;

ბ.გ) არასამეცნიერო თანამდებობების თანამდებობრივი თანრიგები №4 დანართის მიხედვით.

2. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების შემადგენლობაში შემავალი საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ხელმძღვანელებმა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები შესაბამისობაში მოიყვანონ ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ თანამდებობრივ თანრიგებთან და სარგოებთან.

3. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ.

ე. შევარდნაძე

 დანართი 1

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების შემადგენლობაში შემავალი საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები თანრიგების მიხედვით

თანრიგები

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

 

3

26

 

4

27

 

5

29

 

6

30

 

7

31

 

8

44

 

9

46

 

10

47

 

11

48

 

12

49

 

13

51

 

14

53

 

15

61

 

16

78

 

17

86

 

 დანართი 2

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების შემადგენლობაში შემავალი საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო თანამდებობები თანრიგების მიხედვით

თანამდებობა

თანრიგი

სტაჟიორი მკვლევარი

11

უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი

12

მეცნიერი თანამშრომელი

13

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

14

წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი

15

მეცნიერი კონსულტანტი

15

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

16

მთავარი მეცნიერი კონსულტანტი

17

 

დანართი 3

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების შემადგენლობაში შემავალი საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო საორგანიზაციო თანამდებობების თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო

სამეცნიერო განყოფილებაში (ლაბორა-

ტორიაში) შემავალი სექტორის გამგე

სათანადო სამეცნიერო თანამდებობის

შესაბამის სარგოს +20 პროცენტი

სამეცნიერო განყოფილების (ლაბორა-

ტორიის) გამგე, ინსტიტუტის ფილიალის

სწავლული მდივანი

სათანადო სამეცნიერო თანამდებობის

შესაბამის სარგოს +25 პროცენტი

სწავლული მდივანი, ინსტიტუტის ფილია-

ლის დირექტორის მოადგილე სამეცნიე-

რო დარგში

სათანადო სამეცნიერო თანამდებობის

შესაბამის სარგოს +30 პროცენტი

ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე

სამეცნიერო დარგში, ინსტიტუტის ფილი-

ალის დირექტორი

სათანადო სამეცნიერო თანამდებობის

შესაბამის სარგოს +40 პროცენტი

დირექტორი, საპატიო დირექტორი,

დირექციის მრჩეველი

სათანადო სამეცნიერო თანამდებობის

შესაბამის სარგოს +50 პროცენტი

 

 დანართი 4

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების შემადგენლობაში შემავალი საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების არასამეცნიერო თანამდებობები თანამდებობრივი თანრიგების მიხედვით

თანამდებობა

თანრიგი

დამლაგებელი, მეეზოვე, მეგარდერობე, შიკრიკი, მეტაბელე, ექსპედიტორი, საქმის მწარმოებელი, მდივანი, მდივან-მემანქანე, ფოტოგრაფი

3

დარაჯი, მეხანძრე, მძღოლი, მუშა

3-6

მოლარე, მეთვალყურე, კომენდანტი, ოპერატორი, მემანქანე, ბილეთების კონტროლიორი, მდივან-სტენოგრაფისტი, საშვთა ბიუროს, საბილეთო სალაროს, ფოტოლაბორატორიის, კანცელაიის, მემანქანეთა ბიუროს, გადამღებ-გასამრავლებელი ბიუროს გამგეები

4

ყველა სპეციალობის და დასახელების ტექნიკოსი

4-7

ფონდების შემნახველი (უფროსის ჩათვლით)

4-8

უფროსი ინსპექტორი, საწყობის გამგე

5

არქივის მუშაკი

5-10

ლაბორანტი, კოლექტორი, მექანიკოსი

6

მკინძავ-რესტავრატორი

6-8

ბიბლიოთეკარი, ექსკურსიამძღოლი, ბიბლიოგრაფი

6-12

მხატვარ-რესტავრატორი

6-13

უფროსი ლაბორანტი

7

სამუშაოთა მწარმოებელი (უფროსის ჩათვლით)

7-10

ბუღალტერი

8

სხვადასხვა სპეციალობისა და დასახელების ინჟინერი, ეკონომისტი, აგრონომი, რედაქტორი, სოციოლოგი, საქონელმცოდ-ნე, იურისტი

8-11

უფროსი ბუღალტერი

9

უბნის ოსტატი (უფროსის ჩათვლით)

9-10

კონსტუქტორი, პროგრამისტი, მხატვარ-კონსტრუქტორი (დიზაინერი), ელექტრიკოსი, ტექნოლოგი

9-12

სამეურნეო განყოფილების გამგე (მნე)

10

უბნის უფროსი

10-11

საამქროს უფროსი

10-12

ყველა სპეციალობის მხატვარი

10-13

ბიბლიოთეკის გამგე, არქივის გამგე

10-14

ფონდების შემნახველი

11-14

მთავარი ეკონომისტი, არქიტექტორი, მეტალურგი, მექანიკოსი, ენერგე-ტიკოსი და სხვა მთავარი სპეციალისტი, სეიფის მცველი

12

მთავარი ბუღალტრის მოადგილე, კომპიუტერული ქსელის უფროსის მოადგილე (ადმინისტრატორი)

13

განყოფილების უფროსი (სხვადასხვა), მთავარი ბუღალტერი, სარესტავრაციო სახელოსნოს გამგე, მთარგმნელი, კომპიუტერული ქსელის უფროსი (ადმინისტრატორი)

14

სამეცნიერო ინფორმაციისა და საპატენტო-სალიცენზიო გამომგონებლობით განყოფილებაში შემავალი სექტორის გამგე

14+20 პროცენტი

სამეცნიერო ინფორმაციისა და საპატენტო-სალიცენზიო გამომ-გონებლობის განყოფილების გამგე

14+25 პროცენტი

დირექტორის მოადგილე საერთო საკითხებში, მთავარი ინჟინერი

14+40 პროცენტი.