დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 28 თებერვლის N2-63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-198 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.22.032.016216 |
|
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების –
საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 28 თებერვლის №2-63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 28 თებერვლის №2-63 ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/03/2013, სარეგისტრაციო კოდი: 340170000.22.032.016101) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების -საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ტიპური დებულების“:
1. პირველი მუხლის 51 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. სამსახურების კოორდინაციას ახორციელებენ სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტი და რეგიონალური სამმართველოები“. 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. სამსახურების უფლებამოსილებანი: 1. სამსახურების უფლებამოსილებებია: ა) ინფორმაციის შეგროვება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესახებ; ბ) სამეურნეო წლის განმავლობაში ნათესი და ნარგავი ფართობების სრული განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნა; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში კულტურების მიხედვით სავარაუდო მოსავლის წინასწარი განსაზღვრა, ოპერატიული ინფორმაციის მიღება-დამუშავება; დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სამინისტროს მიერ განსახორციელებელი მიზნობრივი პროექტების შერჩევაში აქტიური მონაწილეობა, კონსულტაციის გაცემა და მონიტორინგი; ე) ადგილობრივ ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასების, ასევე წარმოების საშუალებების ღირებულების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება-ანალიზი; ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სასაწყობო და გადამამუშავებელი საწარმოების არსებული პოტენციალის შესწავლა მემცენარეობისა და მეცხოველეობის პირველადი წარმოების პროდუქტების მიხედვით; ზ) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სოფლის მეურნეობაში მოქმედი სამართლებრივი და საგადასახადო ვალდებულებების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება; თ) სამინისტროს პოლიტიკისა და პროგრამების შესახებ მოსახლეობის დროული ინფორმირება; ი) სოფლის მეურნეობის სფეროში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ სამინისტროს დროული ინფორმირება; კ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანება-მოვლის თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა; ლ) ბაზარზე არსებული სათესლე და სარგავი მასალების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მათი სპეციფიკაციის მიხედვით დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა; მ) მუნიციპალიტეტში მექანიზაციის ხელმისაწვდომობაზე, ასევე, მათი რაციონალური გამოყენების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება; ნ) ბაზარზე არსებული მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დაინტერესებული პირებისათვის მათი გამოყენების მართებული მეთოდების შეთავაზება; ო) მოსავლის აღებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი ტექნიკური ღონისძიებების და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა; პ) აღებული მოსავლის შენახვის პირობების და ვადების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის რეკომენდაციების გაწევა; ჟ) ცხოველთა მოვლა-მოშენების თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, მათი დანერგვის მიზნით; რ) საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციის გაწევა; ს) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით წლის განმავლობაში აუცილებელი ვეტერინარული და სანიტარიული ღონისძიებების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა; ტ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ასევე ექსტენციის ცენტრებთან აქტიური თანამშრომლობა და შეხვედრებში მონაწილეობა; უ) სხვადასხვა ტრენინგების, სწავლებებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება; ფ) მერძეული და მეხორცული მიმართულების მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროდუქტიულობის მაჩვენებლის ზრდის და სტაბილურად შენარჩუნების მიზნით საკვები რაციონის შესახებ რეკომენდაციების გაცემა; ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზი და შეფასება; ღ) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა და კოორდინირებული საქმიანობა; ყ) კომპეტენციის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობა; შ) ბიოაგროწარმოების ხელშეწყობა; ჩ) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოება-რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების გავრცელების ხელშეწყობა; ც) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებები რუსთავის მუნიციპალიტეტში განახორციელოს გარდაბნის, ქუთაისის მუნიციპალიტეტში - წყალტუბოს და ფოთის მუნიციპალიტეტში - ხობის მუნიციპალიტეტების სამსახურებმა“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები