დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.167.016283 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/11/2016 - 27/04/2018)
|
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 851 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომში –
მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების, დაწესებულებების და იურიდიული პირები) მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული და წერილობითი ფორმით მოთხოვნის სტანდარტი დანართი №2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განცხადების ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების, დაწესებულებების და იურიდიული პირების საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა დანართი №4-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 5 |
დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების, დაწესებულებების და იურიდიული პირების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ტექნიკური, პროგრამული და სხვა საჭიროებების შესახებ ინდივიდუალური აქტის გამოცემა. |
| მუხლი 6 |
დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების, დაწესებულებების და იურიდიული პირების ხელმძღვანელებმა გამოსცენ შესაბამისი აქტები და დანიშნონ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირები.
|
| მუხლი 7 |
დადგენილების ძალაში შესვლიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №64 დადგენილება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 8 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების, დაწესებულებების და იურიდიული პირების მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი |
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ამ დანართის შესაბამისად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების, დაწესებულებების და იურიდიული პირების მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი, ფორმა და ადგილი. 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული კანონმდებლობით, რეგულირდება ამ დადგენილებით. მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ფორმა და წესი 1. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების, დაწესებულებების და იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება ელექტრონული ფორმით ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით. 2. ამ დადგენილებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს, დაწესებულებებს და იურიდიულ პირებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან. 4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების, დაწესებულებების და იურიდიული პირების მიერ წინასწარ განსაზღვრული პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (შემდგომში – შესაბამისი პასუხისმგებელი პირი). მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ადგილი 1. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები, დაწესებულებები და იურიდიული პირები უზრუნველყოფენ ამ დადგენილების დანართი №4-ით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას. 2. პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ელექტრონული ფორმით ქვეყნდება მუნიციპალიტეტის შესაბამის ვებგვერდზე, ამ დადგენილებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების (ელექტრონული ფორმით) სტანდარტის შესაბამისად. მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ზოგადი სტანდარტი 1. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები, დაწესებულებები და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. აღნიშნული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების თარიღი. 2. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი ორგანოს სრულ დასახელებას და მის საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) ინფორმაციის სრულ დასახელებას (სათაურს); გ) ძირითად ინფორმაციას ან ძირითადი ინფორმაციის რეკვიზიტებს, გაცნობის ადგილს და ფორმას, თუ ინფორმაცია დიდი მოცულობისაა; დ) მონაცემებს შესაბამისი პასუხისმგებელი პირის შესახებ (სახლი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა). მუხლი 5. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების (ელექტრონული ფორმით) სტანდარტი 1. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. 2. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები, დაწესებულებები და იურიდიული პირები საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ რესურსზე პროაქტიულად გამოქვეყნებისას ვალდებულნი არიან დაიცვან შემდეგი კრიტერიუმები, კერძოდ ელექტრონული რესურსი: ა) უნდა განთავსდეს იმ დომეინზე, რომელიც შეესაბამება არსებულ სტანდარტებს და აპრობირებული სახელმწიფო/მუნიციპალური ორგანოებისთვის; ბ) იყოს ნაწილობრივ მულტიენოვანი და იძლეოდეს ინფორმაციის განთავსების შესაძლებლობას ინგლისურ/რუსულ ან საჭიროების შემთხვევაში სხვა ენებზეც; გ) თავსებადი უნდა იყოს ძირითად ოპერაციულ სისტემებთან და გააჩნდეს გახსნის შესაძლებლობა როგორც კომპიუტერულ მოწყობილებებში, ასევე მობილური ტელეფონის ფორმატში; დ) უნდა შეიცავდეს ინფორმაციის ძიების ინსტრუმენტს; ე) უნდა შეიცავდეს ახალი ამბების გამოწერის ტექნიკურ შესაძლებლობას; ვ) უნდა იძლეოდეს უკუკავშირის, კომენტარის დატოვების და გამოკითხვის ორგანიზების საშუალებას; ზ) ტექნიკურად დაკავშირებული უნდა იყოს სოციალური მედიის საშუალებებთან. |
დანართი №2
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული და წერილობითი ფორმით მოთხოვნის სტანდარტი |
მუხლი 1. ზოგადი დებულება
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული და წერილობითი ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული და წერილობითი ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას. მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის გაცემა 1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში. 2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა: ა) დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებულ ელფოსტაზე გაგზავნით; ბ) გამცხადებლის მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე ჩაწერით; გ) კომპაქტურ დისკზე ჩაწერით; დ) წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან პრინტერზე ამობეჭდილი სახით. მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა 1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული განცხადება უნდა დარეგისტრირდეს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების, დაწესებულებების და იურიდიული პირების შესაბამის განყოფილებაში თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №3). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება და შესაბამისი ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება დაინტერესებულ მხარეს. 3. ხელახალი ვადის ათვლა დაიწყება ხარვეზის გამოსწორების დღიდან. მუხლი 4. საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება 1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება: ა) ინფორმაციის მომთხოვნის მისივე დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას, ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას; ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას; გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას. 2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით. მუხლი 5. საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები 1. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების, დაწესებულებების და იურიდიული პირების ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული ელგანცხადება მიღებისთანავე გადაეგზავნება შესაბამის განყოფილებას რეგისტრაციისათვის და შემდგომში დაევალება შესაბამის პასუხისმგებელ პირს, რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხის მომზადება. 2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს. 3. წერილობით მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით, ინფორმაცია გადაეცემა მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების, დაწესებულებების და იურიდიული პირების შესაბამის განყოფილებას, რის შესახებ ეცნობება განმცხადებელს განცხადებაში მის მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით. 4. საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით. 5. მოთხოვნილი ელექტრონული და წერილობითი საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების, დაწესებულებების და იურიდიული პირების შესაბამის განყოფილებაში მისი ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან. |
დანართი №3
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განცხადების ფორმა |
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მოქ. --------------- -------------------------, მცხ. -----------------------------------------------, ტელ/მობ.: --- -- -- --; ორგანიზაციის დასახელება: -------------------------------------------.
განცხადება გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ --- --------------------------------------------- (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ასევე გთხოვთ: 1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე გადმოგზავნით ----- ----------------------------------; 2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე. ასევე თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითებით. გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა; 3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემ/ჩვენ მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ დისკზე; 4. მოთხოვნილი ინფორმაცია მივიღოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. ასევე თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა (მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა) ; დაინტერესებული პირი (განმცხადებელი) -------------------------------- თარიღი: --. --. ---- |
დანართი №4
პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა |
მუხლი 1. ამ დანართით განსაზღვრული ნუსხა მისი შინაარსის გათვალისწინებით თანაბრად სავალდებულოა მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისთვის.
მუხლი 2. ამ დანართით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებს, დაწესებულებებს და იურიდიული პირებს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებისგან. მუხლი 3. ამ დანართით განსაზღვრული ინფორმაციის პაუხისმგებელი პირისათვის, დროული მიწოდება, შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით (ბრძანების საფუძველზე) ევალება, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებში, დაწესებულებებში და იურიდიული პირებში დასაქმებულ პირ(ებს)ს .
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები