დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის N13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 136 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/11/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016729 |
|
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის №13 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2016, 100110000.22.038.016608) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის:
1. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ - „ლ“ ქვეპუნქტები: „ი) პროგრამაში ჩართული ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ვალდებულია მიმღები დაწესებულების ადგილობრივ კოორდინატორს მიაწოდოს ინფორმაცია სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართული ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაყვანის შესახებ; კ) მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, საბჭოს მეშვეობით უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართულობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსათვის (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო), თუკი დაწესებულებიდან გათავისუფლებული მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით უნდა გამოცხადდეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში, ხოლო სსიპ – დანაშაულის პრევენციის ცენტრისათვის - თუკი მსჯავრდებული მთლიანად თავისუფლდება სასჯელის შემდგომი მოხდისგან; ლ) ამ პროგრამის მე-9 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გუნდის გადაწყვეტილებას სათვალთვალო ფანჯრის მეშვეობით შემოწმების პერიოდულობის განსაზღვრის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი დაწესებულების დირექტორს და სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს.“. 2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, გუნდი უფლებამოსილია განსაზღვროს პროგრამაში ჩართული იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სათვალთვალო ფანჯრის მეშვეობით შემოწმების პერიოდულობა, რომლის მიმართაც არ ხორციელდება ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სათვალთვალო ფანჯრის მეშვეობით შემოწმებას უზრუნველყოფს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე/სექტორში სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი პირი.“. 3. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: „მუხლი 91. დაწესებულების დირექტორის მოვალეობები 1. პროგრამაში ჩართული ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, მიმღებ დაწესებულებას მიაწოდოს ინფორმაცია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართულობის შესახებ. 2. პროგრამაში ჩართული ბრალდებულის/მსჯავრდებულის საექსპერტო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანა/გადაყვანისას, დაწესებულების დირექტორი უზრუნველყოფს სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოსათვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართულობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.“. 4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ფსიქოლოგი ბრლადებულის/მსჯავრდებულის მულტიდისციპლინური დახმარების საჭიროების განსაზღვრასა და მისი პროგრამაში ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ავსებს დანართი №5-ით გათვალისწინებულ ფორმას.“. 5. დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 6. დანართი №4-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №5. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები