დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 აგვისტოს №358 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 446 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 102, 16/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №446
2003 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 აგვისტოს №358 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ფოთის საზღვაო პორტის გავლით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის საბაჟო კონტროლის გაძლიერების, საბაჟო ორგანოების მიერ ტვირთნაკადის მომსახურების სისტემის სრულყოფისა და ოპტიმიზაციის მიზნით:
1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 აგვისტოს №358 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საბაჟო-გამშვები პუნქტები „გარდაბანი“, „სადახლო“ – რეგიონალურ საბაჟო „რკინიგზას“.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ.გოგიაშვილი) უზრუნველყოს შესაბამის სამართლებრივ აქტებში ამ ბრძანებულებიდან გამომდინარე ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, აგრეთვე რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2003 წლის 1 ოქტომბრიდან.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები