„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ“ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 273
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.016906
273
04/11/2016
ვებგვერდი, 07/11/2016
200250000.22.033.016906
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ“ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №273

2016 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ“ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებით (ვებგვერდი, 31.12.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 200250000.22.033.016708) დამტკიცებულ „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„7. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული საბანკო გარანტიების ამოქმედების შედეგად, აგრეთვე სხვა მესამე პირის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, კომერციულ ბანკებში მიმდინარე ან/და სადეპოზიტო ანგარიშებიდან იძულებით თანხების ჩამოჭრის თითოეული ოპერაციის შესახებ ხაზინას ორგანიზაცია დაუყოვნებლივ აცნობებს წერილობით, რომელსაც თან დაერთვის ჩამოჭრილ თანხებზე საბანკო ამონაწერის ასლი. ორგანიზაცია, კომერციულ ბანკში ჩამოჭრილი თანხის აღდგენის მიზნით, ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ხაზინაში წარადგენს საგადახდო დოკუმენტაციას. ორგანიზაციის საგადახდო მოთხოვნის დამუშავების შემდეგ, თანხა ჩაირიცხება ხაზინის ერთიანი ანგარიშის შესაბამისი ბიუჯეტის სახაზინო კოდზე 9800 - „კომერციული ბანკების მიმდინარე/სადეპოზიტო ანგარიშზე თანხების გადატანა/ დაბრუნება“. ორგანიზაცია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სათანადო ასიგნებას“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური