დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინსიტრის 2016 წლის 14 ივლისის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 144 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016737 |
|
„ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის №91 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/07/2016, 100110000.22.038.016685) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი უზრუნველყოფს ოფიციალური ელექტრონული რესურსის (online.moc.gov.ge) ტექნიკურ მომსახურებას და სამმართველოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მასზე განთავსებული ინფორმაციის განახლებას.”.
2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9 1. სამმართველო ვალდებულია ნივთების (ნაკეთობების) მიღების, რეალიზაციის ან დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ აწარმოოს შესაბამისი რეესტრი, რომელიც ინახება 5 წლის ვადით. 2. სამმართველო ვალდებულია ყოველი კვირის პირველ სამუშაო დღეს დაწესებულებებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ ახალი ნივთების (ნაკეთობების) დამზადების თაობაზე და მიღებული ინფორმაცია არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მიაწოდოს სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს. 3. დაწესებულებიდან ნივთების (ნაკეთობების) გადატანისა და მათი რეალიზაციის ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები