სს„ახმეტის სოფლტექსერვისის“ განცხადება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სს„ახმეტის სოფლტექსერვისის“ განცხადება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „ახმეტის სოფლტექსერვისი“
მიღების თარიღი 31/10/2016
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/11/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
31/10/2016
ვებგვერდი, 02/11/2016
სს„ახმეტის სოფლტექსერვისის“ განცხადება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „ახმეტის სოფლტექსერვისი“

განცხადება

სს „ახმეტის სოფლტექსერვისის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სს „ახმეტის სოფლტექსერვისის“ (ს/ნ/ 224613265) დირექტორი იწვევს საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე კრებას, რომელიც გაიმართება 2016 წლის 24 ნოემბერს 12 საათზე, ქ. ახმეტაში, სააქციო საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: რუსთაველის ქ. №59.

 

დღის წესრიგი:

1. საზოგადოების უძრავი ქონების გასხვისების შესახებ.

 

კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2016 წლის 25 ოქტომბერი. დღის წესრიგთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტების მოთხოვნა დირექტორისაგან როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარმოდგენილ იქნა დირექციაში საერთო კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე, მასზე გაცემული იქნება პასუხი, ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, რომლებიც სააღრიცხვო დღისათვის რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში. მსურველს შეუძლია კრებაში თავისი მონაწილეობის უფლებისა და მის განკარგულებაში არსებულ ხმათა რაოდენობის დასტური მიიღოს წინასწარ, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში.

 

სს „ახმეტის სოფლტექსერვისის“ დირექტორი

თემურ მარგოშვილი