„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის“ შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის“ შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 443
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 11/09/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 102, 16/09/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.002.002
  • Word
443
11/09/2003
სსმ, 102, 16/09/2003
470.230.000.05.002.002
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის“ შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №443

2003 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის“ შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოში ინვესტიციების მოზიდვისა და მსხვილ სამრეწველო ორგანიზაციებში საინვესტიციო გარემოს შექმნის მიზნით „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ გარდაცვალების მიზეზი გახდა ორგანიზაციაში მიღებული ტრავმა, ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო“.

2. მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ა) დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდება ყოველთვიური სარჩოს გადახდით იმ ვადით, რა ვადითაც დადგენილი აქვს შრომის უნარის ხარისხის დაკარგვა, მიუხედავად იმისა, მინიჭებული აქვს თუ არა ინვალიდობის ჯგუფი;

ბ) ზიანი ანაზღაურდება იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი;

გ) თუ ორგანიზაციაში აღარ არსებობს დაზარალებულის ან იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები, დაზარალებულს სარჩო განესაზღვრება სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ხელფასის სამმაგი, ხოლო იმ ორგანიზაციებში, სადაც ხორციელდება ან განხორციელდა მის ბალანსზე არსებული ქონების  10 პროცენტზე მეტი ინვესტიცია, არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ორმაგი ოდენობიდან;

დ) დაკარგული შრომის უნარის ხარისხში იგულისხმება როგორც პროფესიული, ისე საერთო შრომის უნარის ხარისხის დაკარგული ოდენობა. ყოველთვიური სარჩოს ოდენობის გაანგარიშება ხდება შრომის უნარის ხარისხის დაკარგული ნაწილის იმ ოდენობიდან (პროფესიული ან საერთო), რომელიც მეტი აქვს დაზარალებულს დაკარგული“.

3. მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების მინიმალური ხელფასის ცვლილებების შესაბამისად ხდება სასამართლოს ან დამქირავებლის მიერ დადგენილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება, მიუხედავად იმისა, როდის მიიღო დაზარალებულმა ტრამვა“.

4. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზიანის ანაზღაურება მარჩენალის გარდაცვალებისას, თუ გარდაცვალების მიზეზი გახდა ორგანიზაციაში მიღებული ტრავმა“.

5. 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„36. ა) მარჩენალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურების უფლების მქონე პირებს ზიანი უნაზღაურდებათ ყოველთვიური სარჩოს გადახდით, გარდაცვალების იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან;

ბ) თუ ორგანიზაციაში აღარ არსებობს დაზარალებულის ან იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები, დაზარალებულს სარჩო განესაზღვრება სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ხელფასის სამმაგი, ხოლო იმ ორგანიზაციებში, სადაც ხორციელდება ან განხორციელდა მის ბალანსზე არსებული ქონების 10 პროცენტზე მეტი ინვესტიცია, არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ოდენობიდან. ზიანის ანაზღაურებისას თითოეული პირისათვის ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება ამ პუნქტით გათვალისწინებული სარჩოს გაყოფით გარდაცვლილის ჩათვლით ყველა იმ პირის რაოდენობაზე, ვისაც ეკუთვნის ზიანის ანაზღაურება“.

ე. შევარდნაძე