საქართველოს მთავრობას, შპს „ხვამლსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 1 აპრილს „ჯონოული 2“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2235
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022488
  • Word
2235
19/10/2016
ვებგვერდი, 04/11/2016
000000000.00.003.022488
საქართველოს მთავრობას, შპს „ხვამლსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 1 აპრილს „ჯონოული 2“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2235

2016 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, შპს „ხვამლსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 1 აპრილს „ჯონოული 2“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობას, შპს „ხვამლსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის „ჯონოული 2“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ 2015 წლის 1 აპრილს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტის შესახებ და ურთიერთგაგების მემორანდუმი მიჩნეულ იქნეს შეწყვეტილად მემორანდუმის 14.1 პუნქტის საფუძველზე.

2. საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ გამოთხოვილ იქნეს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, შპს „ჯონოული 2“-ის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტია (№633515/09/kb, გარანტი – „ბანკი რესპუბლიკა“, გაცემის თარიღი – 2016 წლის 8 ივლისი) 160,000.00 (ას სამოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, ურთიერთგაგების მემორანდუმის 7.2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

3. დაევალოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-15 მუხლის შესაბამისად, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მიწის ნაკვეთებსა და პროექტთან დაკავშირებულ ნებისმიერ დოკუმენტზე შესაბამისი უფლებების საქართველოს მთავრობისთვის უსასყიდლოდ, დაუყოვნებლივ გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „ხვამლისა“ და შპს „ჯონოული 2“-ისათვის მემორანდუმის შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა.

5. ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული საბანკო გარანტიის საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ გამოთხოვის თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ილია ელოშვილს.

პრემიერ-მინისტრი                            გიორგი კვირიკაშვილი