სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე

  • Word
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2270
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022485
  • Word
2270
27/10/2016
ვებგვერდი, 07/11/2016
000000000.00.003.022485
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2270

2016 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 272 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის №ი-832 ბრძანებით განსაზღვრულ სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წალენჯიხისა და კოლხეთის სატყეო უბნებში 369857 კვ.მ მიწის ფართობზე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ (ს/კ: 204995176 ) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების ვადის 11 თვითა და 25 დღით გაგრძელების თაობაზე.         

      

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი