„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 სექტემბრის №1151 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2231
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022444
  • Word
2231
19/10/2016
ვებგვერდი, 04/11/2016
000000000.00.003.022444
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 სექტემბრის №1151 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2231

2016 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 სექტემბრის 1151 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 სექტემბრის 1151 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით , გადაცემულ მიწის ნაკვეთებსა და მის მიმდებარედ არსებულ 03.05.22.102 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 2 (ორი) სათამაშო და 2 (ორი) სავარჯიშო მოედნის მოწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით (ტრიბუნა (ექვსი ათასი მაყურებლისათვის), გასახდელები, საშხაპეები, სასტუმრო, საერთო საცხოვრებელი სარაგბო აკადემიის მსმენელთათვის) შენობა-ნაგებობების აშენება და აღნაგობის ვადის დასრულების შემდგომ სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემა.“.

2 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირი (ს/კ: 204874911) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლესაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირს შორის 2010 წლის 13 სექტემბერს გაფორმებული აღნაგობის უფლების დადგენის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან იმ პირობით, რომ ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირი უზრუნველყოფს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 სექტემბრის 1151 განკარგულების მე-2 პუნქტით (ამ განკარგულებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით) გათვალისწინებული პირობის შესრულებას.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი