„შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „City M“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №23 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2230
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022446
  • Word
2230
19/10/2016
ვებგვერდი, 04/11/2016
000000000.00.003.022446
„შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „City M“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №23 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2230

2016 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის 428 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „City M“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №23 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „City M“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №23 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის 1 ოქტომბრამდე;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და „შპს „City M“-ს შორის 2006 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თარიღიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე არანაკლებ 16 000 000 (თექვსმეტი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;“;

ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) შპს „City M“-ის მიერ სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ანგარიშზე 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის გადარიცხვა სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 2017 წლის 1 ოქტომბრისა.“.

2. შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, „შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და „შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „City M“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №23 განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებების შეუსრულებლობის/ არაჯეროვანი შესრულებისათვის დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შპს „City M“-მა წარადგინოს 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც „შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „City M“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №23 განკარგულების (ამ განკარგულებით განსაზღვრული ცვლილებების გათვალისწინებით) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „City M“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და „შპს „City M“-ს შორის 2006 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან იმ პირობით, რომ შპს „City M“ შეასრულებს „შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და „შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „City M“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №23 განკარგულების (ამ განკარგულებით განსაზღვრული ცვლილებების გათვალისწინებით) პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი