დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების ა(ა)იპ - ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახ. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2266 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022450 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №226 6
2016 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების ა(ა)იპ – ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახ. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას″ (ს/კ: №204395537) ა(ა)იპ – ალავერდის ეპარქიასთან არსებულ წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახ. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას (ს/კ: №231284277) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის″ სარგებლობაში არსებული, ქ. თელავში, ფალიაშვილის ქ. №28-ში მდებარე 3563 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2 – საერთო ფართი – 1106.24 კვ.მ, გაშენების ფართი – 742 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №53.20.42.069).
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები