დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2221 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022451 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2221
2016 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის მე-8-მე-10 პუნქტების საფუძველზე, სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ (ს/ნ: 204522436) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხოსპიოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 149 400 (ას ორმოცდაცხრა ათას ოთხასი) მ3 საშენი მასალა (ღორღი) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 373666 | 4581271 |
| 2 | 373692 | 4581268 |
| 3 | 373710 | 4581262 |
| 4 | 373734 | 4581264 |
| 5 | 373750 | 4581255 |
| 6 | 373769 | 4581237 |
| 7 | 373786 | 4581182 |
| 8 | 373793 | 4581170 |
| 9 | 373793 | 4581164 |
| 10 | 373770 | 4581140 |
| 11 | 373770 | 4581137 |
| 12 | 373783 | 4581136 |
| 13 | 373787 | 4581116 |
| 14 | 373772 | 4581117 |
| 15 | 373773 | 4581111 |
| 16 | 373771 | 4581091 |
| 17 | 373767 | 4581080 |
| 18 | 373761 | 4581072 |
| 19 | 373747 | 4581034 |
| 20 | 373718 | 4580996 |
| 21 | 373647 | 4580998 |
| 22 | 373665 | 4581123 |
| 23 | 373662 | 4581124 |
| 24 | 373666 | 4581142 |
| 25 | 373670 | 4581159 |
| 26 | 373669 | 4581194 |
| 27 | 373738 | 4581237 |
| 28 | 373717 | 4581254 |
| 29 | 373666 | 4581269 |
| S = 2.49 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
2. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
3. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
4. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები