შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2220
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022442
  • Word
2220
19/10/2016
ვებგვერდი, 04/11/2016
000000000.00.003.022442
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2220

2016 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის მე-8-მე-10 პუნქტების საფუძველზე, სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ (ს/ნ: 204522436) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფ. მურჯახეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 200 000 (ორასი ათასი) მ3-მდე საშენი მასალა (ანდეზიტო-ბაზალტი) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

X

Y

1

372780

4579011

2

372933

4579003

3

373066

4578949

4

373131

4578753

5

373208

4578593

6

373177

4578444

7

373193

4578335

8

373111

4578333

9

373064

4578420

10

373108

4578554

11

373103

4578652

12

373036

4578810

13

372961

4578838

14

372879

4578838

15

372842

4578820

16

372777

4578885

17

372765

4578954

S = 9.26 ჰა

WGS 1984.

 

2. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

3. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

4. შპს „მარაბდა – კარწახის რკინიგზამ“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                                    გიორგი კვირიკაშვილი