დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2219 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022441 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2219
2016 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის 199 ჰა მიწის ფართობზე (მათ შორის: ლენტეხის სატყეო უბნის ხოფურის სატყეოს №31 კვარტლის №8 ლიტერში – 5 ჰა; №31 კვარტლის №9 ლიტერში – 7 ჰა; №31 კვარტლის №11 ლიტერში – 7 ჰა; №31 კვარტლის №12 ლიტერში – 10 ჰა; №34 კვარტლის №5 ლიტერში – 10 ჰა და №34 კვარტლის №8 ლიტერში – 7 ჰა, სულ – ხოფურის სატყეოში – 46 ჰა; ხელედის სატყეოს №13 კვარტლის №10 ლიტერში – 27 ჰა; №22 კვარტლის №15 ლიტერში – 25 ჰა; №31 კვარტლის №7 ლიტერში – 17 ჰა; №32 კვარტლის №2 ლიტერში – 35 ჰა; №67 კვარტლის №1 ლიტერში – 4 ჰა და №67 კვარტლის №2 ლიტერში – 45 ჰა, სულ – ხელედის სატყეოში – 153 ჰა), ტყის მდგრადი მართვის პრინციპებიდან გამომდინარე, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების ჭრის უფლებით) ვადა სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს განესაზღვროს 2 (ორი) წლით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები