სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის პავლე დოლინსკისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის პავლე დოლინსკისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2214
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022437
  • Word
2214
19/10/2016
ვებგვერდი, 04/11/2016
000000000.00.003.022437
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის პავლე დოლინსკისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2214

2016 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის პავლე დოლინსკისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მცხეთაში, სოფელ ქსანში, ქუჩა №9-ის შესახვევ №1-ში I სართულზე მდებარე 61.24 კვ.მ ფართი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.10.05.157.01.500), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირ პავლე დოლინსკის (პ/ნ: 01021014809).

2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში, ფიზიკური პირის პავლე დოლინსკის (პ/ნ: 01021014809) მიერ №72.10.05.106.01.500 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების, უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში, სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი