საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესყიდვის პროცედურების სპეციალური წესების გამოყენების შესახებ

  • Word
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესყიდვის პროცედურების სპეციალური წესების გამოყენების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2259
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022458
  • Word
2259
27/10/2016
ვებგვერდი, 07/11/2016
000000000.00.003.022458
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესყიდვის პროცედურების სპეციალური წესების გამოყენების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2259

2016 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესყიდვის პროცედურების სპეციალური წესების გამოყენების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ევროკომისიასთან დადებული საგრანტო ხელშეკრულების (2016 წლის 27 სექტემბრის საგრანტო ხელშეკრულება „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“, ვადით 31 თვე, თანხით 1.481 967,51 (ერთი მილიონ ოთხას ოთხმოცდაერთი ათას ცხრაას სამოცდაშვიდი ევრო და ორმოცდათერთმეტი ცენტი) ევრო, ხელშეკრულების ნომერი №ENI/2014/344-451) ფარგლებში, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დადგენილი წესები ხარჯების გაწევისა და შესყიდვების განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებით, პროექტის განხორციელებისას იხელმძღვანელოს ზემოაღნიშნული პროცედურებით და განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები.

 

პრემიერ-მინისტრი                            გიორგი კვირიკაშვილი