დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2212 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022435 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2212
2016 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე
1. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, დაევალოს სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან უზრუნველყოს 55 200 (ორმოცდათხუთმეტი ათას ორასი) ლარის გამოყოფა ა(ა)იპ – საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირისათვის (ს/კ: 203862864) გადასაცემად, მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების დაფინანსების მიზნით.
2. ეთხოვოს ა(ა)იპ – საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალურ კავშირს, 2016 წლის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია, ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხის ფარგლებში გაწეული ხარჯებისა და მათი მიზნობრიობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები