ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გაცემის, 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2206
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022429
  • Word
2206
19/10/2016
ვებგვერდი, 04/11/2016
000000000.00.003.022429
ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გაცემის, 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2206

2016 წლის 19 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გაცემის, 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 23 პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის 271  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 272  მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

1. წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის, ცენტრალური მაგისტრალისა და რეზერვუარის მოწყობის მიზნით, სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში, ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის ჩაქვის სატყეოს კვარტალ №103 შუამთაში მდებარე 203 მ2 მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: № 20.49.02.318), 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის, გადაეცეს ქობულეთის მუნიციპალიტეტს (შემდგომში – ტყითმოსარგებლე) .    

2. ტყითმოსარგებლეს მიეცეს უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა)სპეციალური ჭრები განახორციელოს 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე;

ბ) ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ჩვეულებრივი წაბლის (Castanea sativa Mill.) 2 (ორი) ინდივიდი.

3. ტყითმოსარგებლე ვალდებულია, ბუნებრივი გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი