„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №275 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2255
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022462
  • Word
2255
27/10/2016
ვებგვერდი, 04/11/2016
000000000.00.003.022462
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №275 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2255

2016 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის  „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის  №275 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის  „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №275 განკარგულებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 39 (ოცდაცხრამეტი) ერთეულით, რომელთაგანაც:

„ა) 8 (რვა) შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო 20 (ოცი) შტატგარეშე ერთეულის შრომის ანაზღაურების დაფინანსება შემდეგნაირად:

ა.ა) 7 (შვიდი) შტატგარეშე ერთეულის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს  სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საკუთარი შემოსავლების დაფინანსებით;

ა.ბ) 7 (შვიდი) შტატგარეშე ერთეულის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს სსიპ − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ „ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP )“ შემუშავებისათვის 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით გამოყოფილი დაფინანსებიდან;

ა.გ) 6 (ექვსი) შტატგარეშე ერთეულის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დონორული დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით“ ფარგლებში,  კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის მიერ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის 2016-2018 წლებში გამოყოფილი დაფინანსებიდან, „შესაძლებლობების გაძლიერება ეროვნულ დონეზე და ცოდნის მენეჯმენტი“ კომპონენტის განხორციელების მიზნით;

ბ) 9 (ცხრა) შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს გაეროს განვითარების პროგრამის/გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის/საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებიდან;

 გ) 2 (ორი) შტატგარეშე ერთეულის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და შპს „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას“ (GIZ) შორის გაფორმებული „ადგილობრივი საგრანტო ხელშეკრულების“ ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებიდან.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                     გიორგი კვირიკაშვილი