საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2254
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022463
  • Word
2254
27/10/2016
ვებგვერდი, 04/11/2016
000000000.00.003.022463
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2254

2016 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №252 დადგენილების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიეცეს წინასწარი თანხმობა, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებით დამტკიცებული „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული დანადგარების/აღჭურვილობების (წყლის გამაცხელებლები CPV 39700000 და ავეჯი CPV39100000) შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  ქვეპროგრამით -  „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  ხელშეწყობის ღონისძიებები“   (პროგრამული კოდი:  37 01 05) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი