დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „გრინპაკის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2248 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022470 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2248
2016 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „გრინპაკის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „გრინპაკი“ (ს/კ: №405059573) გათავისუფლდეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ი/მ ეკატერინე აბრამიას (უფლებამონაცვლე – შპს „გრინპაკი“) შორის 2014 წლის 15 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.1, 3.1.2 და 3.1.5 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ინდივიდუალური მეწარმე ეკატერინე აბრამიასათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის №1141 განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების პირობით.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები