სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აბა და კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აბა და კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2247
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022471
  • Word
2247
27/10/2016
ვებგვერდი, 07/11/2016
000000000.00.003.022471
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აბა და კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2247

2016 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აბა და კომპანიისათვის“  პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის №164-ში მდებარე 589 კვ.მ  ფართი (სარდაფი) მასზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:  №01.13.07.024.026.01.500), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „აბა და კომპანიას“ (ს/კ:  №202051037).

2.  საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს:

ა)  საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში;

ბ) შპს „აბა და კომპანიისა“ (ს/კ: №202051037) და მისი პარტნიორების მხრიდან სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.

 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი