სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2197
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022472
  • Word
2197
17/10/2016
ვებგვერდი, 07/11/2016
000000000.00.003.022472
სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2197

2016 წლის 17 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვისთანხმობის მიცემის შესახებ

1.„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შპს „ლაგი 2009“-ს აუქციონის გარეშე, საწყისი საპრივატიზებო თანხის 5%-ის ოდენობით, არაუმეტეს ერთი წლის ვადით, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში (იჯარით) გადასცეს:

ა) ქ. თბილისში, გ. გულუას ქ. №10-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.05.002.036) მდებარე №1 შენობა-ნაგებობაში არსებული 232 კვ.მ ფართი და სასადილო ინვენტარი, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 1 583.91 ლარად (ერთი ათას ხუთას ოთხმოცდასამი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) (მათ შორის, უძრავი ქონება – 1231.16 ლარი, მოძრავი ქონება – 352.75 ლარი);

ბ) ქ. თბილისში, ნოე რამიშვილის ქ. №38-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.17.10.008.037) მდებარე №1 შენობა-ნაგებობაში არსებული 142 კვ.მ ფართი და სასადილო ინვენტარი, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 4186.07 ლარად (ოთხი ათას ას ოთხმოცდაექვსი ლარი და შვიდი თეთრი) (მათ შორის, უძრავი ქონება – 3980.77 ლარი, მოძრავი ქონება – 205.30 ლარი);

გ) ქ. თბილისში, დიღმის მასივის II კვარტალში მდებარე №1 შენობა-ნაგებობაში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.10.006.013) არსებული 176.74 კვ.მ ფართი და სასადილო ინვენტარი, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 1192.93 ლარად (ერთი ათას ას ოთხმოცდათორმეტი ლარი და ოთხმოცდაცამეტი თეთრი) (მათ შორის, უძრავი ქონება – 686.93 ლარი, მოძრავი ქონება – 506 ლარი);

დ) ქ. თბილისში, მიხეილ გახოკიძის ქ. №16-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.19.005.047) მდებარე №1 შენობა-ნაგებობაში არსებული 175 კვ.მ ფართი და სასადილო ინვენტარი, ყოველთვიური საიჯარო ქირით –1090.54 ლარად(ერთი ათას ოთხმოცდაათი ლარი და ორმოცდათოთხმეტი თეთრი) (მათ შორის, უძრავი ქონება – 986.58 ლარი, მოძრავი ქონება – 103.96 ლარი);

ე) ქ. თბილისში, ევ. მაისურაძის ქ. №7-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.19.001.016) მდებარე №1 შენობა-ნაგებობაში არსებული 35 კვ.მ ფართი და სასადილო ინვენტარი, ყოველთვიური საიჯარო ქირით –224.67 ლარად (ორას ოცდაოთხი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) (მათ შორის, უძრავი ქონება – 181.96 ლარი, მოძრავი ქონება – 42.71 ლარი).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები გავრცელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წლის პერიოდისთვის კვებითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ჩატარებულ ერთობლივ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ლაგი 2009“-სთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების ძალაში შესვლის დღიდან მათი მოქმედების ვადით.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი