სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2196
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022473
  • Word
2196
17/10/2016
ვებგვერდი, 07/11/2016
000000000.00.003.022473
სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2196

2016 წლის 17 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

1.„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აუქციონის გარეშე, სასყიდლიან სარგებლობაში (იჯარით) გადასცეს თავისბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონება შემდეგი პირობებით:

ა) ქ. თბილისში, გ. გულუას ქ. №10-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.05.002.036) მდებარე №1 შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე არსებული 1 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი –  შპს „ვენდინგ ჯორჯიას“ (ს/კ: 204573167) კომბინირებული (სავაჭრო და ყავის ჩამოსასხმელი) აპარატის განსათავსებლად, შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 100 (ასი) ლარად;

ბ) ქ. თბილისში, გ. გულუას ქ. №8-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.05.002.031) მდებარე №1 შენობა-ნაგებობის პირველ და მე-2 სართულებზე არსებული თითო კვ.მ და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი – შპს „ვენდინგ ჯორჯიას“ (ს/კ: 204573167) კომბინირებული (სავაჭრო და ყავის ჩამოსასხმელი) აპარატების განსათავსებლად, შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თითოეულზე ყოველთვიური საიჯარო ქირით – 100 (ასი) ლარად;

გ) ქ. თბილისში, ნოე რამიშვილის ქ. №38-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.17.10.008.037) №1 შენობა-ნაგებობის მინუს პირველ სართულზე არსებული 1 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი – სს „თი-ბი-სი“ ბანკს (ს/კ: 204854595) ბანკომატის განსათავსებლად, შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 200 (ორასი) ლარად;

დ) ქ. თბილისში, გ. გულუას ქ. №10-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.05.002.036) მდებარე №1 შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე არსებული 1 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი – სს „საქართველოს ბანკს“ (ს/კ: 204378869) ბანკომატის განსათავსებლად, შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 200 (ორასი) ლარად;

ე) ქ. თბილისში, დიღმის მასივის II კვარტალში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.10.006.013) მდებარე №1 შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 1 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი – სს „საქართველოს ბანკს“ (ს/კ: 204378869) ბანკომატის განსათავსებლად, შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 200 (ორასი) ლარად.

2.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობებით საიჯარო ხელშეკრულებების მოქმედება გაავრცელოს სახელმწიფო ქონების ფაქტობრივ სარგებლობაში გადაცემის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი