შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ,ახმეტის მუნიციპალიტეტში აეროდრომის პროექტირების მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

  • Word
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ,ახმეტის მუნიციპალიტეტში აეროდრომის პროექტირების მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2246
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022477
  • Word
2246
27/10/2016
ვებგვერდი, 07/11/2016
000000000.00.003.022477
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ,ახმეტის მუნიციპალიტეტში აეროდრომის პროექტირების მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2246

2016 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ, ახმეტის მუნიციპალიტეტში აეროდრომის პროექტირების მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების  თაობაზე

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ მიეცეს უფლება, ახმეტის მუნიციპალიტეტში (თუშეთის ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი ომალო და მისი მიმდებარე ტერიტორია) აეროდრომის საპროექტო (მათ შორის, წინასაპროექტო-კვლევითი) მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

2. დაევალოს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, უზრუნველყოს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ, შემჭიდროვებულ ვადებში,  ახმეტის მუნიციპალიტეტში (თუშეთის ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი ომალო და მისი მიმდებარე ტერიტორია) აეროდრომის საპროექტო (მათ შორის,  წინასაპროექტო-კვლევითი) სამუშაოების განხორციელება.

3. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებები შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ განხორციელდეს საკუთარი ან/და მოზიდული სახსრებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი