დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და შპს „დაბი გრუპ ჯორჯიას“ შორის დასადები მორიგების აქტის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2244 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022482 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2244
2016 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და შპს „დაბი გრუპ ჯორჯიას“ შორის დასადები მორიგების აქტის თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და შპს „დაბი გრუპ ჯორჯიას“ შორის დასადები მორიგების აქტი.
2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ − შემოსავლების სამსახურს, უზრუნველყონ შპს „დაბი გრუპ ჯორჯიასთან“ ამავე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მორიგების აქტის გაფორმებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები