„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 440
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/09/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 100, 10/09/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.05.002.002
  • Word
440
06/09/2003
სსმ, 100, 10/09/2003
010.240.030.05.002.002
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 440

2003 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით (სსმ III, 2001წ., №138, მუხ. 993) დამტკიცებულ  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15.

გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის (გარდა სასჯელაღსრულების ორგანოებისა) მოსამსახურეთა (მათ შორის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სააღსრულებო ბიუროების, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებებისა და არქივების, ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურების, აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა) მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივი უპასუხისმგებლობისა და გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პროფილაქტიკა;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ და სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევა;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და სრულყოფისათვის ხელშეწყობა, მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა და ორგანოების საფინანსო კონტროლის უზრუნველყოფა, მათი (გარდა სასჯელაღსრულების ორგანოებისა) სამსახურებრივი შემოწმება;

დ) შესაბამისი განცხადებებისა და საჩივრების შემოწმება და მათზე რეაგირება, სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების შესახებ დასკვნების შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის დავალებით, საქართველოს პროკურატურიდან, სასამართლო ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი უწყებებიდან მიღებული წერილებისა და წარდგინებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება.“.

2. 29-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასჯელაღსრულების სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების  დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების მიერ გაწეული საქმიანობის შემოწმება და ანალიზი, სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებზე შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციების შესწავლა-შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მასალების სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის გადაცემა სამსახურებრივი მოკვლევის მოწყობის მიზნით;“;

3. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუქტი:

„ე) მსჯავრდებულთა, პატიმართა და სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა უფლებების დაცვის კონტროლის განხორციელება, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, პიროვნების თავისუფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის ფაქტებზე ოპერატიული რეაგირება.“.

ე. შევარდნაძე