„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობისათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2242
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022420
  • Word
2242
21/10/2016
ვებგვერდი, 07/11/2016
000000000.00.003.022420
„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობისათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2242

2016 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობისათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნულ საშენ მეურნეობაზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2016 წელს შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 65 ერთეულით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შტატგარეშე მომუშავეებიდან:

ა) 35 (ოცდათხუთმეტი) შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობის საკუთარი შემოსავლებიდან;

ბ) 15 (თხუთმეტი) შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს  „საქართველოს წითელი ნუსხის“ მცენარეთა სახეობების გარემოდან ამოღების საკომპენსაციო საფასურის სახით მიღებული საკუთარი შემოსავლებიდან;

გ) 15 (თხუთმეტი) შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობის ქვეპროგრამით – „საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების განახლება“ გამოყოფილი ასიგნებებიდან.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №666 განკარგულება.

პრემიერ-მინისტრი                                                           გიორგი კვირიკაშვილი