დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, „Optimum Enerji Üretim A. Ş.“-ს, შპს „ენერგოტრანსსა“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2011 წლის 19 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2241 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022419 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2241
2016 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, „Optimum Enerji Üretim A. Ş.“-ს, შპს „ენერგოტრანსსა“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2011 წლის 19 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობას, „Optimum Enerji Üretim A.Ş.“-ს, შპს „ენერგოტრანსსა“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2011 წლის 19 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული „აბული“ და „არაკალი“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების ვადების დარღვევის თაობაზე.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ურთიერთგაგების მემორანდუმის 3.6(a) ქვეპუნქტის შესაბამისად, „Optimum Enerji Üretim A.Ş.“-სა და შპს „ოპტიმუმ ენერჯი ჯორჯიას“ სოლიდარულად დაეკისროთ საურავი, ჯამში, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, „Optimum Enerji Üretim A.S.“-ის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის (№HGZ09411M000048, გარანტი - „ASYA KATILIM BANKASI A.Ş.“, გაცემის თარიღი - 29/03/2011, საგარანტიო თანხა - 3,108,000.00 (სამი მილიონ ას რვა ათასი) აშშ დოლარი) სრული ოდენობით.
3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაევალოს „Optimum Enerji Üretim A.Ş.“-სა და შპს „ოპტიმუმ ენერჯი ჯორჯიასათვის“ შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნა, ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული საურავის დაკისრების თაობაზე, ურთიერთგაგების მემორანდუმის 3.6(с) ქვეპუნქტის შესაბამისად.
4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტში მითითებული საურავის საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაუყოვნებლივ გადაუხდელობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ, გამოთხოვილ იქნეს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, „Optimum Enerji Üretim A.Ş.“-ის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტია (№HGZ09411M000048, გარანტი - „ASYA KATILIM BANKASI A.Ş.“, გაცემის თარიღი - 29/03/2011), 3,108,000.00 (სამი მილიონ ას რვა ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, ამავე მემორანდუმის 3.7 პუნქტის საფუძველზე.
5. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაევალოს „Optimum Enerji Üretim A.Ş.“-სა და შპს „ოპტიმუმ ენერჯი ჯორჯიასათვის“ შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნა შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ამ განკარგულების მე-4 პუნქტში მითითებული საბანკო გარანტიის გამოთხოვისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის 3.8 პუნქტის შესაბამისად საბანკო გარანტიის თანხის 5,000,000.00 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობის შესახებ.
6. ამ განკარგულების მე-4 პუნქტში მითითებული საბანკო გარანტიის საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ გამოთხოვის თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ილია ელოშვილს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები