დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 3 აგვისტოს №1585 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2240 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022418 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2240
2016 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 3 აგვისტოს №1585 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 3 აგვისტოს №1585 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 24 000 000 (ოცდაოთხი მილიონი) ლარი, მათ შორის:
ა.ა) რთვლის ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელებისათვის - 20 500 000 (ოცი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა.ა.ა) კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში მევენახეობის სფეროში დასაქმებულ ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდიის გაცემის მიზნით - 11 500 000 (თერთმეტი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;
ა.ა.ბ) ყურძნის შესყიდვა-გადამუშავებისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, სს „აკურას“ კაპიტალის გასაზრდელად - 9 000 000 (ცხრა მილიონი) ლარი;
ა.ბ) შპს „მექანიზატორის“ მიერ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ტექნიკურად გამართვისათვის საჭირო ღონისძიებებისა და 2016 წელს წარმოშობილი ვალდებულებების დაფინანსების მიზნით, შპს „მექანიზატორის“ კაპიტალის გასაზრდელად - 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები