დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2239 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022417 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2239
2016 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სსიპ − საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ − საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო გასასვლელისთვის საჭირო მანათებლების (ჭაღების) და თანმდევი მომსახურების (მოწოდება-დამონტაჟება) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 250000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, შესასყიდი საქონლისა და თანმდევი მომსახურების ღირებულების წინასწარი ანგარიშსწორების წესით, 2 ნაწილად ანაზღაურებით, კერძოდ:
ა) პირველი გადარიცხვა ღირებულების 60%-ის ოდენობით − საბანკო გარანტიის გარეშე;
ბ) მეორე გადარიცხვა ღირებულების 40%-ის ოდენობით − საბანკო გარანტიის საფუძველზე.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მიმართ დადგინდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისგან განსხვავებული პირობები და არ გავრცელდეს ამ წესის მე-11-მე-12 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები