„მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2238
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022416
  • Word
2238
19/10/2016
ვებგვერდი, 07/11/2016
000000000.00.003.022416
„მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2238

2016 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მესტიის მუნიციპალიტეტს, ამ ეტაპზე, სესხის სახით გამოუყოს 800 000 (რვაასი ათასი) ლარი, შემდეგი პირობებით:

ა) სესხი გაიცეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გარეშე;

ბ) სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი განისაზღვროს ნული პროცენტით;

გ) სესხით სარგებლობის ვადად განისაზღვროს 2020 წლის 31 დეკემბერი;

დ) სესხის სრულად დაფარვამდე მესტიის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს შესაბამისი წლის ბიუჯეტის და მასში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების ძირითადი პარამეტრების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება;

ე) მესტიის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს სესხის დაფარვის გრაფიკის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 გიორგი კვირიკაშვილი