„ტექნიკური რეგლამენტის − მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 აგვისტოს №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის − მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 აგვისტოს №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 488
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 05/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019554
488
31/10/2016
ვებგვერდი, 03/11/2016
300160070.10.003.019554
„ტექნიკური რეგლამენტის − მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 აგვისტოს №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №488

2016 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 აგვისტოს №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 აგვისტოს №413 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 06/08/2015, 300160070.10.003.018799) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის“ 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირადი მოხმარების მიზნით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობის (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 10 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვებისა და თიბვის (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-12 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით განსაზღვრული საქმიანობისა და 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და ამავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არსებული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის) ან დემონტაჟისთვის მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრების ჩატარებისა, 273 მუხლის შესაბამისად,  აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა, ამ მენეჯმენტის გეგმის VI დანართში მოცემული რეკომენდაციების თანახმად;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი