„ტექნიკური რეგლამენტის − თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის − თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 487
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 11/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160000.10.003.019553
487
31/10/2016
ვებგვერდი, 03/11/2016
300160000.10.003.019553
„ტექნიკური რეგლამენტის − თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №487

2016 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2014, 300160000.10.003.017614) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის  36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.მ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირადი მოხმარების მიზნით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობის (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 12 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვების (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში,  სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და ამავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არსებული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის) ან დემონტაჟისთვის მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრების ჩატარებისა, 273 მუხლის შესაბამისად,  აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა;“.  

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი