დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016304 |
|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №37 დადგენილებით დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალურ პროგრამაში“ (www.matsne.gov.ge, 29/12/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016280) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
|
ა)
პროგრამის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება (ქრონიკული ოსტეომიელიტი – M68.9; ღვიძლის ქვემწვავე უკმარისობა – K72.0; ანემია დაუზუსტებელი – D64.9; ჰეპატოსპლემონეგალია R16.2; რბილი ქსოვილების დეფექტი ლოკალური ინფექციით – L08.8; თითის ეკზარტიკულაციის შემდგომი პერიოდი; პოდაგრა – M10).“; |
ბ)
პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოქალაქემ/წარმომადგენელმა პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „დ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100); დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) ცნობა/მიმართვა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობისა და მისი ოდენობის შესახებ; ვ) ცნობა/ბრძანება პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება განისაზღვროს 2016 წლის 4 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები