შპს,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის’’კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შპს,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის’’კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2032
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 24/10/2016
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/2032
24/10/2016
ვებგვერდი, 01/11/2016
შპს,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის’’კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/2032

ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან

2016 წლის 24 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

სხდომის მდივანი: ნოდარ გიორგიძე

განმცხადებელი /მოვალე/ – შპს ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატი’’

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის’’ კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2016 წლის 10 ნოემბერს 13:00 საათზე, დღის წესრიგით – კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3 . დაევალოს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4 . გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე : გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი: ნოდარი გიორგიძე