დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/11/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.135.016167 |
|
„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
"ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №11 დადგენილებაში (ვებგვერდი, matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.135.016090) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ე.ზ1“ ქვეპუნქტი. ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.თ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.თ) უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის – ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 და მე-17 მუხლებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–5 მუხლის მე–3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ლ“ ქვეპუნქტი: „ე.ლ) დასახლების საერთო კრების მიერ შესაბამისი წინადადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ წარუდგენს შუამდგომლობას დაინტერესებულ პირზე უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირების შესახებ“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები