„შუახევის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„შუახევის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/10/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.135.016168
18
28/10/2016
ვებგვერდი, 02/11/2016
010250050.35.135.016168
„შუახევის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2016 წლის 28 ოქტომბერი

დაბა შუახევი

 

„შუახევის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„შუახევის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი - matsne.gov.ge, 03/02/2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.135.016152) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:  

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დასახლების საერთო კრების მოწვევის ინიციირებიდან ერთი თვის ვადაში განიხილოს, აკმაყოფილებს თუ არა დაინტერესებული პირის განცხადება და მასზე დართული დოკუმენტაცია „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, დაადასტუროს დაინტერესებული პირის მიერ უძრავი ნივთის ფაქტობრივად ფლობა და შესაბამისი წინადადება წარუდგინოს მუნიციპალიტეტის გამგებელს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსადმი შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად“;

ბ) ამოღებული იქნეს ადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ქ1“ ქვეპუნქტი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქარცივაძე