დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3058 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.029.016377 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/11/2016 - 15/11/2022)
|
ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის წერითი დავალება – დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №1 – დანართი №3, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 – დანართი №4 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა – დანართი №5.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება, სამართალი ან/და სოციალური მეცნიერებების (დარგი/სპეციალობა – პოლიტიკის მეცნიერება ან/და დარგი/სპეციალობა – ეკონომიკა (ქვედარგი/სპეციალიზაცია – ეკონომიკური პოლიტიკა) ან/და სოციოლოგია) მიმართულებით; ბ) სამუშაო გამოცდილება – აუცილებელია სტრატეგიების ან/და პოლიტიკის დოკუმენტებისა ან/და სამოქმედო გეგმების მომზადების 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება იძულებით გადაადგილებასა და მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებაში ზემოაღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას; გ) აუცილებელია ინგლისური ენის კარგი ცოდნა; დ) საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint კარგი ცოდნა. 3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება; დ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანება; ვ) კონვენცია „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ (1951); ზ) „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის 31 იანვრის ოქმი; თ) „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონი; კ) „საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №59 დადგენილება; ლ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; მ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულება; ნ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულება 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულება; ო) „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცების თაობაზე“ 2015 წლის 18 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №2721 განკარგულება; პ) „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 13 თებერვლის საქართველოს მთავრობის №257 განკარგულება; |
დანართი №2
|
წერითი დავალება
|
წერითი დავალების შესრულებაზე გამოყოფილია ერთი საათი და 30 წუთი. წერითი დავალების შეფასების ჯამური ქულა დაითვლება თითოეული კითხვის შესრულებით მიღებულ ქულათა მიმატებით. წერითი დავალება დადებითად შესრულებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი მიიღებს წერითი დავალების მაქსიმალურ ქულათა ოდენობის 60 პროცენტს.
ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ________________________________________ კანდიდატის ნომერი: ________________________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_________________________________________________
კითხვა 1 (ნიმუში) :
ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს კონკრეტული სამოქმედო გეგმიდან ამოღებულ კომპონენტებს, გთხოვთ დაახარისხოთ შემდეგი კატეგორიების მიხედვით: 1. ამოცანა, 2. აქტივობა, 3. ინდიკატორი, 4. შედეგი, 5. შესრულების ვადა, 6. პასუხისმგებელი უწყება, 7. დამხმარე უწყება და 8. ბიუჯეტი.
პასუხის შეფასება: 1 ქულა თითოეულ სწორ პასუხზე;
კითხვა 2 (ნიმუში) : მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფში უმუშევრობის შემცირების მიზნით გადაწყდა რეფორმის გატარება, რომელიც მიზნად ისახავს იმ საწარმოების გადასახადების შემცირებას, რომლებიც დამატებით დაასაქმებენ უმუშევარ პირებს. აღნიშნული რეფორმის გატარების დროს ვინ არიან დაინტერესებული მხარეები და რატომ?
პასუხის შეფასება: თითოეული დაინტერესებული მხარისა და დასაბუთების შემთხვევაში 1 ქულა (დასაბუთების გარეშე ნახევარი ქულა - 0,5 );
ინგლისურ ენაზე მრავალპასუხიანი ლოგიკური აზროვნების ტესტი ( Multiple Choice Answer Test)
თითოეულ კითხვას აქვს 1 სწორი პასუხი; თითოეული სწორი პასუხის შეფასება -1 ქულა;
Question 1 Laird: Pure research provides us with new technologies that contribute to saving lives. Even more worthwhile than this, however, is its role in expanding our knowledge and providing new, unexplored ideas. Kim: Your priorities are mistaken. Saving lives is what counts most of all. Without pure research, medicine would not be as advanced as it is. Laird and Kim disagree on whether pure research
Question 2 Executive: We recently ran a set of advertisements in the print version of a travel magazine and on that magazine’s website. We were unable to get any direct information about consumer response to the print ads. However, we found that consumer response to the ads on the website was much more limited than is typical for website ads. We concluded that consumer response to the print ads was probably below par as well. The executive’s reasoning does which one of the following?
During the construction of the Quebec Bridge in 1907, the bridge’s designer, Theodore Cooper, received word that the suspended span being built out from the bridge’s cantilever was deflecting downward by a fraction of an inch (2.54 centimeters). Before he could telegraph to freeze the project, the whole cantilever arm broke off and plunged, along with seven dozen workers, into the St. Lawrence River. It was the worst bridge construction disaster in history. As a direct result of the inquiry that followed, the engineering “rules of thumb” by which thousands of bridges had been built around the world went down with the Quebec Bridge. Twentieth-century bridge engineers would thereafter depend on far more rigorous applications of mathematical analysis. Which one of the following statements can be properly inferred from the passage?
Question 4 The supernova event of 1987 is interesting in that there is still no evidence of the neutron star that current theory says should have remained after a supernova of that size. This is in spite of the fact that many of the most sensitive instruments ever developed have searched for the tell-tale pulse of radiation that neutron stars emit. Thus, current theory is wrong in claiming that supernovas of a certain size always produce neutron stars. Which one of the following, if true, most strengthens the argument?
Question 5 Political scientist: As a political system, democracy does not promote political freedom. There are historical examples of democracies that ultimately resulted in some of the most oppressive societies. Likewise, there have been enlightened despotisms and oligarchies that have provided a remarkable level of political freedom to their subjects. The reasoning in the political scientist’s argument is flawed because it
Question 6 Journalist: To reconcile the need for profits sufficient to support new drug research with the moral imperative to provide medicines to those who most need them but cannot afford them, some pharmaceutical companies feel justified in selling a drug in rich nations at one price and in poor nations at a much lower price. But this practice is unjustified. A nation with a low average income may still have a substantial middle class better able to pay for new drugs than are many of the poorer citizens of an overall wealthier nation. Which one of the following principles, if valid, most helps to justify the journalist’s reasoning?
Question 7 Several critics have claimed that any contemporary poet who writes formal poetry—poetry that is rhymed and metered—is performing a politically conservative act. This is plainly false. Consider Molly Peacock and Marilyn Hacker, two contemporary poets whose poetry is almost exclusively formal and yet who are themselves politically progressive feminists. The conclusion drawn above follows logically if which one of the following is assumed?
Question 8 Situation: In the island nation of Bezun, the government taxes gasoline heavily in order to induce people not to drive. It uses the revenue from the gasoline tax to subsidize electricity in order to reduce prices charged for electricity. Analysis: The greater the success achieved in meeting the first of these objectives, the less will be the success achieved in meeting the second. The analysis provided for the situation above would be most appropriate in which one of the following situations?
Question 9 The ancient Romans understood the principles of water power very well, and in some outlying parts of their empire they made extensive and excellent use of water as an energy source. This makes it all the more striking that the Romans made do without water power in regions dominated by large cities. Which one of the following, if true, contributes most to an explanation of the difference described above in the Romans’ use of water power?
|
დანართი №3
|
გასაუბრების შეფასების ფორმა №1
|
ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 – მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 – კომპეტენტური, 4 – ძალიან კარგი, 5 – აჭარბებს მოლოდინს, 5+ – ზედმეტად კვალიფიციური. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ______________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი: _________________________________________________________ კომისიის წევრის სახელი, გვარი, __________:__________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_______________________________________________________
კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________ . | ||||||||||||||||||||||||
დანართი №4
|
გასაუბრების შეფასების ფორმა №2
|
ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 – მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 – კომპეტენტური, 4 – ძალიან კარგი, 5 – აჭარბებს მოლოდინს, 5+ – ზედმეტად კვალიფიციური. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი: __________________________________________________ კომისიის წევრის სახელი, გვარი: ______________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_________________________________________________
კომისიის წევრის ხელმოწერა:____________________________________________________ . | ||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №5
|
კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა
|
კანდიდატთა შეფასების ჯამური ქულა დაითვლება წერითი დავალების შეფასების ჯამური ქულის და გასაუბრების შეფასების (დანართი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.
საკონკურსო პოზიციის დასახელება:___________________________________________
1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________ 2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები