დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და ბენეფიტის გაცემის წესი“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/11/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.172.016148 |
|
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და ბენეფიტის გაცემის წესი “ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და ბენეფიტის გაცემის წესი “ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №50 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016112) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საშეშე მერქნის მიღების თაობაზე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ, სრულყოფილი მასალები შემდგომი განხილვისათვის ეგზავნება მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოცილაური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ მუდმივმოქმედ კომისიას, რომლის ფუნქციაც განსაზღვრულია მერის ბრძანებით. კომისია უფლებამოსილია დაუშვას გამონაკლისი და მიმართოს რეკომენდაციით მერს, საშეშე მერქანი გაიცეს მოქალაქეზე, რომელიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში დაინტერესებულმა მხარემ დამატებით უნდა წარმოადგინოს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს არანაკლებ სამი დეპუტატის მიერ დამოწმებული წერილობითი შუამდგომლობა, მისი უკიდურესი შეჭირვებულობისა და საშეშე მერქნით დახმარების პროგრამაში ჩართვის სასიცოცხლო აუცილებლობის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 31 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები