„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 02/11/2016
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2016
ძალაში შესვლის თარიღი 15/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 040170020.57.069.016096
15
02/11/2016
ვებგვერდი, 03/11/2016
040170020.57.069.016096
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №15

2016 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

 

„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18.08.2015, 040170020.57.069.016067) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის 71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 71. ცვლილება გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებაში

1. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული სააგენტოს თანხმობის მიღების შემდეგ, გამარტივებული შესყიდვის შესახებ სათანადო გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. სააგენტოსთან შეთანხმებას ექვემდებარება ცვლილება, რომლის შედეგად იზრდება ხელშეკრულების შესრულების ვადა ან/და იცვლება შესყიდვის ობიექტი (კლასიფიკატორი).

3. სააგენტოსთან შეთანხმებას არ ექვემდებარება ცვლილება, როდესაც:

ა) მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს თოთხმეტი დღით იზრდება ხელშეკრულების შესრულების თავდაპირველი ვადა;

ბ) შესყიდვის ობიექტის (კლასიფიკატორის) შეუცვლელად, იზრდება შესყიდვის (ხელშეკრულების) ღირებულება ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად;

გ) მცირდება შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა.

4. დაუშვებელია შესყიდვის ღირებულების გაზრდა მის თავდაპირველ ღირებულებაზე 10%-ზე მეტი ოდენობით.

5. ცვლილება სააგენტოსთან თანხმდება და მასთან დაკავშირებით სათანადო გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის მე-5–მე-7 მუხლების შესაბამისად.

6. თუ შესყიდვები განხორციელებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის შესახებ სათანადო გადაწყვეტილებაში ხელშეკრულების შესრულების ვადის გაზრდასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის შესახებ სააგენტოს თანხმობის მიღების შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, დადგენილი წესით, ამ ცვლილების შესათანხმებლად მიმართოს, შესაბამისად, საქართველოს მთავრობას, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს.“.

2. ბრძანების დანართი შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული დანართით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 15 ნოემბრიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე




დანართი

შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასების კითხვარი

1. ექსკლუზიური უფლებამოსილება

  • გთხოვთ მიუთითოთ, რომელი პირის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს შესასყიდი საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება.
  • გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.
  • გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.
  • გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.
  • რა არის შესყიდვის ობიექტი?
  • რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?
  • რა მეთოდით დადგინდა პირის ექსკლუზიური უფლებამოსილება?
  • რა მეთოდით დადგინდა, რომ არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად?
  • რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება?
  • აღემატება თუ არა შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება 2 000 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს? (კი/არა)
  • [თუ აღემატება] ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?
  • [თუ აღემატება] როგორ განისაზღვრა ქვეყნის გარეთ გონივრული ტერიტორიული ფარგლები?
  • [თუ აღემატება] რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?
  • [თუ არ აღემატება] ქვეყნის შიგნით ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?
  • [თუ არ აღემატება] რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?
  • რამდენად შესაძლებელია, რომ შესყიდვის ობიექტი დანაწევრდეს ცალკეულ კომპონენტებად და იმგვარად იქნეს შესყიდული? (კი/არა)
  • [თუ არ არის შესაძლებელი დანაწევრება] რატომ არ შეიძლება დანაწევრდეს შესყიდვის ობიექტი?
  • [თუ არ არის შესაძლებელი დანაწევრება] რატომ არ შეიძლება შესყიდვა დანაწევრებული კომპონენტების მიხედვით?
  • [თუ შესაძლებელია დანაწევრება] რატომ არ შეიძლება დანაწევრებული კომპონენტების სხვადასხვა პირისგან შესყიდვა?
  • როგორ განისაზღვრება ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადები?
  • რამდენად გონივრულია ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადა იმ თვალსაზრისით, რომ ამ პერიოდში ბაზარზე შესაძლებელია გაჩნდეს საქონლის მომწოდებელი, მომსახურების გამწევი ან სამშენებლო სამუშაოს შემსრულებელი სხვა პირი ან/და მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად?
  • გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება[1].

2. გადაუდებელი აუცილებლობა

  • გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.
  • გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.
  • რა არის შესყიდვის ობიექტი?
  • რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?
  • რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა?
  • რატომ ვერ იქნებოდა ვითარება წინასწარ განსაზღვრული?
  • რა რეალური საფრთხე ექმნება შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?
  • ხომ არ აყენებს ვითარება მნიშვნელოვან ზიანს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას? რატომ?
  • ხომ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეული ტენდერისთვის/კონკურსისთვის სტატუსის „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“, „არ შედგა“ ან „შეწყვეტილია“ მინიჭების მიზეზით? (კი/არა)
  • [თუ გამოწვეულია] გთხოვთ მონიშნოთ ტენდერის/კონკურსის სტატუსი.
  • [თუ გამოწვეულია] გთხოვთ მიუთითოთ ტენდერის/კონკურსის ნომერი/ნომრები.
  • [თუ გამოწვეულია] ხელშეკრულების დადებით ხომ არ უარესდება სატენდერო/საკონკურსო პირობები? (კი/არა)
  • [თუ იცვლება პირობები] გთხოვთ დაასაბუთოთ, რატომ ვერ იქნება დაცული სატენდერო/საკონკურსო პირობები?
  • გთხოვთ მიუთითოთ ვადა, რომელიც საჭიროა ვითარების აღმოსაფხვრელად.
  • გთხოვთ მიუთითოთ, თუ როდის დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება და რა ღონისძიებები გაატარეთ სააგენტოში მომართვის წარდგენამდე?
  • გთხოვთ მიუთითოთ შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა, რომელიც საჭიროა შექმნილი ვითარების აღმოსაფხვრელად.
  • რით დასტურდება, რომ შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა არ აღემატება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესყიდვის მოცულობას?
  • რა ვადაა საჭირო ხელშეკრულების გასაფორმებლად?
  • გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება[2].
  • გთხოვთ ატვირთოთ გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ფოტოსურათი, ექსპერტის დასკვნა, ინსპექტირების აქტი და სხვ.).

3. გადაუდებელი აუცილებლობა (თუ იგი ეფუძნება წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტს)

  • გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.
  • გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.
  • გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.
  • რა არის შესყიდვის ობიექტი?
  • რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?
  • რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა?
  • რატომ ვერ იქნებოდა ვითარება წინასწარ განსაზღვრული?
  • რა რეალური საფრთხე ექმნებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?
  • ხომ არ აყენებდა ვითარება მნიშვნელოვან ზიანს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას? რატომ?
  • გთხოვთ მიუთითოთ, ალბათობის მაღალი ხარისხით, შესყიდვის დაყოვნება რა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთეებს?
  • გთხოვთ მიუთითოთ, თუ როდის დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება და რა ღონისძიებები გაატარეთ სააგენტოში მომართვის წარდგენამდე?
  • გთხოვთ მიუთითოთ ვითარების აღმოსაფხვრელად შესყიდული საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა.
  • რით დასტურდება, რომ შესყიდული საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა არ აღემატება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესყიდვის მოცულობას?
  • გთხოვთ ატვირთოთ დადებული ხელშეკრულება, თუ იგი ჯერ არ არის ატვირთული სისტემის CMR მოდულში.
  • გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება[3].
  • გთხოვთ ატვირთოთ გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ფოტოსურათი, ექსპერტის დასკვნა, ინსპექტირების აქტი და სხვ.).

4. მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილება ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა

  • გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.
  • გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.
  • გთხოვთ აღწეროთ მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტი.
  • ატვირთულია თუ არა სისტემაში თავდაპირველი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება? (კი/არა)
  • [თუ ატვირთულია] გთხოვთ მიუთითოთ სატენდერო/საკონკურსო განცხადების ან ხელშეკრულების CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი.
  • [თუ ხელშეკრულება დადებულია სისტემის ან სისტემის CMR მოდულის შექმნამდე] გთხოვთ ატვირთოთ ხელშეკრულება.
  • რა არის შესყიდვის ობიექტი?
  • რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?
  • რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის ღირებულება?
  • რატომ იქნება გამოწვეული შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესება ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის შეუძლებლობა, თუ ხელშეკრულება არ დაიდება თავდაპირველ მიმწოდებელთან ან მის ქვეკონტრაქტორთან? რატომ ვერ გაფორმდება ხელშეკრულება სხვა მიმწოდებელთან?
  • გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება[4].

5.სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება

  • გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდ(ებ)ი.
  • გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება.
  • მოკლედ აღწერეთ ჩასატარებელი ღონისძიება.
  • რატომ ატარებს ღონისძიება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს?
  • რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი?
  • რა პერიოდია გათვალისწინებული ღონისძიების ჩასატარებლად?
  • გთხოვთ მიუთითოთ ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო შესყიდვის ობიექტ(ებ)ის ჩამონათვალი, ოდენობა (მოცულობა).
  • რატომ გამოიწვევს ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებული შესყიდვის ობიექტების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა ამ ღონისძიების არსებითი შეფერხებით ჩატარებას, ჩაშლას ან/და მისი უწყვეტად ჩატარების ხელშეშლას?
  • გთხოვთ ატვირთოთ საქართველოს მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტის პროექტი.
  • გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება[5].

6. ცვლილება გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებაში

  • გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.
  • გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.
  • გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.
  • გთხოვთ მიუთითოთ თავდაპირველი მომართვის SMP ნომერი.
  • გთხოვთ დეტალურად აღწეროთ, თუ რა სახის ცვლილება შეგაქვთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ სათანადო გადაწყვეტილებაში?
  • რატომ ვერ იქნებოდა გათვალისწინებული შესაცვლელი საკითხები თავდაპირველი მომართვისას?
  • გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ სათანადო გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება[6].
  • გთხოვთ ატვირთოთ საქართველოს მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტის პროექტებში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

[1] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

[2] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

[3] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

[4] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

[5] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

[6] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.