„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/10/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016315
43
28/10/2016
ვებგვერდი, 31/10/2016
190020020.35.158.016315
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43 

2016 წლის 28 ოქტომბერი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის  დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №60 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/12/2015, 190020020.35.158.016268) დამტკიცებულ  წესში შევიდეს  შემდეგი  ცვლილება:

1.  დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიციო დაწესებულებიდან;“.

2.   დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;“ .

3. დადგენილებით  დამტკიცებული  №1 დანართის  პირველი  მუხლის  სათაური ჩამოყალიბდეს   შემდეგი   რედაქციით:

„მუხლი 1.  ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)“.

4. დადგენილებით  დამტკიცებული  1 დანართის  მე-2 მუხლის  სათაური ჩამოყალიბდეს   შემდეგი   რედაქციით:

„მუხლი 2.   სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და  სხვა  დაზღვევები) .

5. დადგენილებით  დამტკიცებული  1 დანართის  მე-5 მუხლის  სათაური   ჩამოყალიბდეს   შემდეგი   რედაქციით:

„მუხლი 5.  ლეიშმანიოზით  დაავადებულთა  დახმარება (რასაც  სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)“.

6. დადგენილებით  დამტკიცებული 1 დანართის  მე-7 მუხლის  სათაური   ჩამოყალიბდეს   შემდეგი   რედაქციით:

„მუხლი 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მატერიალური და სამედიცინო დახმარება (რასაც  სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები), აგრეთევე ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების და დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების   მატერიალური დახმარება“.

7. დადგენილებით  დამტკიცებული 1 დანართის  მე-10 მუხლის  სათაური ჩამოყალიბდეს   შემდეგი   რედაქციით:

„მუხლი 10. დედ-მამით  ობოლი  ბავშვების  სამედიცინო  დახმარება (რასაც  სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს  საყოველთაო  ჯანდაცვა,  რეფერალური  პროგრამები და სხვა დაზღვევები)“.

8. დადგენილებით  დამტკიცებული 1 დანართის  მე-12 მუხლის  სათაური   ჩამოყალიბდეს   შემდეგი   რედაქციით:

„მუხლი12. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა)  და მათი ოჯახების სოციალური და სამედიცინო დახმარება (რასაც  სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)“ .

9. დადგენილებით  დამტკიცებული 1 დანართის  მე-13 მუხლის  სათაური ჩამოყალიბდეს   შემდეგი   რედაქციით:

„მუხლი 13. იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო მომსახურება  (რასაც სრულად ან საერთოდ  არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)“.

მუხლი 2
არარად იქნეს აღიარებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015  წლის  21 დეკემბრის  №60 დადგენილებაში ცვლილების   შეტანის   შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 ოქტომბრის №42 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/10/2016, 190020020.35.158.016314).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი