„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 მაისის N17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 მაისის N17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/10/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016403
32
27/10/2016
ვებგვერდი, 31/10/2016
010250050.35.143.016403
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 მაისის N17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 მაისის N17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2016 წლის 27 ოქტომბერი

ქ. ხაშური

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის განსახორციელებლად  გათვალისწინებული თანხების  განკარგვისა და თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2016 წლის 16 მაისის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge ვებგვერდი, 19/05/2016; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016388) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი №1, დანართი №2 ჩამოყალიბდეს ახალი დანართი №1-ის და ახალი დანართი №2-ის სახით  (თან ერთვის 5 ხუთ ფურცლად).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე



დანართი №1
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და  თანადაფინანსების წესი

მუხლი 1
ეს წესი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვასთან და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვასთან და  თანადაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მუხლი 2
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (შემდეგში–გამგეობა), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, აღრიცხავს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით მოქმედ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს (შემდეგში – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა).

2. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით, შესაბამისი სამსახური (შემდეგში - სამსახური) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის მიზნით აწარმოებს  ჟურნალს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს:

ა) აღრიცხვის ნომერს;

ბ) აღრიცხვის თარიღს;

გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს;

დ) ამხანაგობის დასახელებას;

ე) ამხანაგობის მისამართს.

3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა აღრიცხვაზე აყვანილად ჩაითვლება ხაშურის მუნიციპალიტეტის სარეგისტრაციო ჟურნალში გატარება და აღრიცხვის ბარათის გამოცემა უფლებამოსილი პირის მიერ.

4. სამსახური, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და ამზადებს გამგებლის ბრძანების პროექტს ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.

5. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს:

ა) წინამდებარე წესის პირველი მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სამსახურში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას;

ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 3
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს (შემდეგში – გამგებელი), აღრიცხვაზე აყვანის მიზნით მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:

ა) ნოტარიულად დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების დაფუძნების ოქმის დედანი;

ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით;

დ) „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღები ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით.

2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მონაცემებში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში განცხადებას  უნდა დაერთოს ასევე:

ა) წევრთა შემადგენლობაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა სია, სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით;

ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის შეცვლის შემთხვევაში, ამხანაგობის საერთო კრების ნოტარიულად დამოწმებული ოქმის დედანი;

გ) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.

მუხლი 4
ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება:

ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას;

ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა;

გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში;

დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 5
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშემწყობ პროგრამაში მონაწილეობისათვის ამხანაგობა წერილობით მიმართავს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ;

ბ) პრობლემის არსს, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება;

გ) საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას;

დ) ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღირებულების დანართ №2-ში  აღნიშნული ამხანაგობის წილის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტის ორიგინალს;

ე) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ხელმოწერასა და ბეჭედს, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს).

2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამხანაგობის წევრთა იმ საერთო კრების ოქმი, რომელზეც მოხდა განცხადებაში მითითებული საკითხის განხილვა.

მუხლი 6
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის საჭირო მასალების შეძენასა და სამუშაოების განხორციელებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა.

2.   ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ, ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს თანადაფინანსების წესით შეძენილი მასალების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილია გამოუყენებელი მასალები ამოიღოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან და დაასაწყობოს შენახვის წესების დაცვით, შემდგომი განკარგვის მიზნით (ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე, რომელთაც ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, წინამდებარე პროგრამის ფარგლებში მიეცათ შესაბამისი ასიგნება სარემონტო მასალების შესაძენად).

3. პროგრამით განსაზღვრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების, საექსპერტო და ლაბორატორიული დასკვნების (აუცილებლობის შემთხვევაში) მომზადება მუნიციპალიტეტის გამგეობამ უნდა უზრუნველყოს 100%-იანი დაფინანსებით.

4. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების №2 დანართის შესაბამისად.

5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ დასაფინანსებელი თანხის ის ნაწილი, რომლის გადახდაც ეკუთვნის ბინათმესაკუთრეს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მისი ქულა 35 000 ან ნაკლებია, იფარება გამგეობის მიერ.


დანართი №2
 

პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა


ონისძიებების დასახელება

თანადაფინანსების წილი %

გამგეობის წილი%

ამხანაგობის წილი%

1

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია

95/5

95

5

2

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალკანალიზაციის კომუნიკაციების რეაბილიტაცია

95/5

95

5

3

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საძირკვლების, სადარბაზოების შიდა რემონტი და პანდუსების მოწყობა

95/5

95

5

4

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის ატრაქციონების შესყიდვა

85/15

85

15

5

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაცია)

99/1

99

1

6

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების  სახურავების მოწყობა/რეაბილიტაცია

99/1

99

1

7

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების   ეზოების მოასფალტება, კეთილმოწყობა

99/1

99

1