„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 271
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2016
ძალაში შესვლის თარიღი 14/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016905
271
28/10/2016
ვებგვერდი, 31/10/2016
200090000.22.033.016905
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №271

2016 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებული წესის 232 მუხლის:
1. პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა (გარდა ტექნიკური საშუალებისა) გაუმართაობის, ფისკალური მეხსიერების გამორთვის ან ფისკალურ მეხსიერებასთან არასანქცირებული შეღწევის მცდელობის შემთხვევაში ;“.

2. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ - „ლ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან სსა-ის შესაბამისობას განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომში – სააგენტო) ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირი.“.

3. მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,51. ამ მუხლის პირველი პუნქტის „მ“ - „პ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან სსა-ის, ხოლო, ამავე პუნქტის ,,ა“ - ,,დ“, ,,ვ“, ,,ი“ და ,,ლ“ - ,,პ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან ტექნიკური საშუალების შესაბამისობას განსაზღვრავს შემოსავლების სამსახური.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური