დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.134.016206 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებაში (სსმ, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.134.016158, 25/11/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
|
1.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის:
|
ა)
„გ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ზ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებას, აგრეთვე ათანხმებს ისეთ გარიგების დადებას, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს;“; |
ბ)
„დ.ო“ და „დ.პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
|
გ)
„ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებული შემთხვევებისა;“ ; |
დ)
„ე.ო“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ე.ო1, ე.ო2, ე.ო3 და ე.ო4 ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.ო1) დასახლების საერთო კრების რჩეულის არჩევნების ბიულეტენის ფორმის დაამტკიცება; ე.ო2) დასახლების საერთო კრების ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება; ე.ო3) დასახლების საერთო კრების უფლებამოსილების დასადგენად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ამომრჩეველთა საარჩევნო სიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის აღრიცხვა; ე.ო4) დასახლების საერთო კრებების ორგანიზებაზე ან/და რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის (სტრუქტურული ერთეულის) განსაზღვრა.“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის „41“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. გამგებელი „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასახლების საერთო კრების მიერ შესაბამისი წინადადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგენს შუამდგომლობას დაინტერესებულ პირზე უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირების შესახებ.“ . |
3.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
|
4.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების „თავი IV1“ ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები